დეცესის შეუცვლელი და დაჟანგული ფორმების სისხლში ტრანსფორმაციის ბიოქიმიური თავისებურებები

ავტორები

  • ნანა გელენავა

DOI:

https://doi.org/10.52340/zssu.2022.20

ანოტაცია

ექსპერიმენტებით დადგინდა სისხლის შრატისა და სუპერნატანტის ალბუმინური და გლობულინური ფრაქციების როლი დეცისის უცვლელი და დაჟანგული ფორმების შეკავშირების, ტრანსპორტირების, გადატანისა და ელიმინაციის პროცესში. აღმოჩნდა, რომ ტრანსფორმაციის ბიოქიმიური პროცესები დაკავშირებულია ცილოვანი ფრაქციების (ალბუმინების, გლობულინების) აქტიურ გადაადგილებასთან ერითროციტოპლაზმის გამყოფი ზედაპირიდან უშუალოდ სისხლის შრატში (ერითროციტის ტროპულობის ფუნქცია), ან პრეპარატის დაჟანგული ფორმის შეკავშირების ძალის ცვლილების შედეგად (ელექტროსტატიკური პროცესების დარღვევა), ის უშუალოდ მიგრირებს  ერითროციტის ზედაპირიდან შრატში. აღნიშნული ფიზიკო-ქიმიური პრეცესები, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დეცისის დისლოკაციაში (შრატი, სუპერტანანტი), რაც დაკავშირებულია  მექანიზმებთან, რომელთა არსი მიმართულია მოქმედი პრეპარატის მუდმივი დონის შენარჩუნებისკენ დეპო-პროცესების ხარჯზე, რომლებიც მიმდინარეობს - ერითროციტი-პლაზმა-გაყოფის ზედაპირზე.

წყაროები

ზურაბაშვილი ზ., ფარულავა გ., შანიძე ლ. დელტამეტრინის (დეცისი) ბიოკინეტიკა. თბილისი, 2009

ფარულავა გ. დელტამეტრინისა და ამიტრიპტილინის ტოქსიკოდინამიკისა და ტოქსიკოკინეტიკის ქრონოფარმაკოლოგიური ანალიზი. თბილისი, 2010

https://www.cropscience.bayer.ru/uploads/s1/attachment/599141c94e4b4.pdf

https://www.bayer.com/id/id/decis

https://www.bayercropscience.ie/labels/decisprotech.pdf

https://agro-liga.com/catalog-produkcii/detsis-profi/

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-06-17

გამოცემა

სექცია

ჯანდაცვა